გაკვეთილის გეგმები


                                                                გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი და გვარი


    ლუარა  სურმავა

    სწავლების საფეხური/კლასი საგანი

საბაზო.    IX  კლასი .            მათემატიკა.          

 
 ჩატარების   თარიღი.

  გაკვეთილის ხანგრძლივობა

26 / 04 /  2018 წელი

 45 წუთი.


   გაკვეთილის  თემა


ტრიგონომეტრიული ფუნქციები.
ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედში


   მოსწავლეთა პროფილი

კლასში არის  7 მოსწავლე.  აქედან  3  მოსწავლე  ძლიერია, 3  მოსწავლე საშუალო სიძლიერისაა,
1 მოსწავლე სუსტია.
    სსსმ  მოსწავლე კლასში  არ არის.


 
 გაკვეთილის მიზანი


მოსწავლე  შეძლებს კუთხის ტრიგონომეტრიული ფუნქციების განსაზღვრას, როგორც საკოორდინატო სიბრტყეზე ერთეულოვან წრეწირზე,   ასევე მართკუთხა სამკუთხედში.        
  შეძლებს  ტრიგონომეტრიული თანაფარდობის დადგენას  მართკუთხა სამკუთხედში  და ამ თანაფარდობის  გამოყენებას ამოცანების ამოხსნის დროს.


   გაკვეთილის მნიშვნელობა /
      აქტუალობა

ამ თემის შესწალა იქნება   მოსწავლეთათვის ტრიგონომეტრიის შემდგომი შესწავლის მოტივაცია.
მოსწავლეები  მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს  გამოიყენებს რეალურ ვითარებაში ობიექტთა შორის მანძილების დასადგენად.
   და  შეიძენენ  ალგებრული და ანალიზური მეთოდების გამოყენების მნიშვნელოვან გამოცდილებას.

  კავშირი საგანთან

ი ს ტ


   მოსალოდნელი შედეგი

მოსწავლეები შეძლებენ:
1.ტრიგონომეტრიული ფუნქციების ( სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი) განსაზღვრას სხვადასხვა  გზით.
2. დაადგენენ თანაფარდობას  მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის .
3.ამოხსნიან მაგალითებსა და ამოცანებს  ტრიგონომეტრიული თანაფარდობის გამოყენებით.


ესგ-ს  სტანდარტი

მათ. IX. 8.
მოსწავლეს შეუძლია ფიგურების ან მათი ელემენტების ზომების მოძებნა /შეფასება და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას.
  # იყენებს მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის ტრიგონომეტრიულ თანაფარდობებს რეალურ ვითარებაში. ობიექტთა ზომების ან ობიექტებს შორის  მანძილების დასადგენად. ( მაგალითად იმ საგნის სიმაღლეს გაზომვა, რომლის ფუძი მიუწვდომელია, მიუვალ წერტილამდე მანძილის გამოთვლა.


წინარე ცოდნა და უნარ ჩვევები

#კუთხის ცნება.  კუთხის სახეები.
#სამკუთხედის კლასიფიკაცია  გვერდებისა და კუთხეების მიხედვით.
#მართკუთხა სამკუთხედის ელემენტები.  პითაგორას თეორემა.
#საკოორდინატო ტიბრტყე. წრეწირი და წრე.
# კუთხის ზომის ერთეულები.

შეფასება და თვითშეფასება

განმსაზრვრელი შეფასებარუბრიკის საშუალებით კრიტერიუმების გათვალისწინებით./ანალიტიკური რუბრუკა/
განმავითარებელი შეფასება  დაკვირვებით, ზეპირი და წერილობითი კომეტარებით  /შესაბამისი ინსტრუმენტებით/


სასწავლო მასალა და რესურსები

მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი.  კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატის ფურცლები, ფლიფჩარტი, ფერადი წებოვანი ფურცლები,დაფა,ცარცი,სქემები,და სლაიდები.


აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/
მეთოდები
კლასის
ორგანიზების
ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)
თითოეული
აქტივობის ბოლოს
მისაღწევი
შედეგი

აქტივობა#1
.მოსწავლეებისათვის გაკვეთილის მიზნის, მისაღწევი შედეგებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა

 აქტივობის მიზანი:
მოსწავლეების ინფორმირება გაკვეთილის მიზნისა და შფასების რუბრიკის შესახებ.მათი მზაობის უზრუნველყოფა.

აქტივობის აღწერა:
მივესალმები მოსწავლეებს და გავაცნობ გაკვეთილის მიზანს რომელიც გამზადებული
მაქვს ფორმატზე და გავაკრავ დაფაზე.ასევე გავაცნობ შეფასების ანალიტიკურ რუბრიკას,რომელიც შემუშავებული გვაქვს თანამონაწილეობით.






ვერბალური
ახსნა






მთელ კლასთან






გაკვეთილის
მიზნები და
შეფასების
რუბრიკა






3წთ






მოსწავლეებს
ეცოდინებათ
გაკვეთილის
მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.


აქტივობა#2
გონებრივი იერიში

აქტივობის მიზანი:
წინარე ცოდნის გააქტიურება მოსწავლეების მიერ
აქტივობის აღწერა:
ფონური ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენებ სლაიდშოუს, რომელზეც გამოსახული იქნება კუთხეები,სამკუთხედები,საკოორდინატო სიბრტყე,წრეწირი და წრე და  ჩხირებით გამოძახებული მოსწავლეები უპასუხებენ დასმულ შეკითხვებს აღნიშნული ფიგურების შესახებ.
კითხვებზე პასუხის გაცემისას ვარეგულირებ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას და ვაძლევ უკუკავშირს.








კითხვა პასუხი








მთელ კლასთან








სლაიდშოუ








7წთ








გაიაქტიურებენ
წინარე ცოდნას


აქტივობა#3.
შესაბამისობის დადგენა.

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეები წინარე ცოდნის საფუძველზე დაადგენენ შესაბამისობას წინა და ახალ მასალას შორის.

  აქტივობის აღწერა:
დაფაზე გაიკვრება ფლიფჩარტზე გამოსახული საკოორდინატო სიბრტყე ერთეულოვანი წრეწირით და რამდენიმე მაგალითით,რომელსაც მოსწავლეები შეასრულებენ დამოუკიდებლად.
ჩამოვლით შევამოწმებ ვინ როგორ არის ჩართული მუშაობაში და მოვახდენ უკუკავშირს.შევაფასებ ზეპირი კომენტარებით.





პრაქტიკული სამუშაო




ინდივიდუალური
მუშაობა




წინასწარ გამზადებული
ფლიფჩარტი




5წთ




წინარე ცოდნის საფუძველზე შესაბამისობის დადგენა და წარმოდგენა კლასისი წინაშე

აქტიობა#4
ახალი მასალის გაცნობა

აქტივობის მიზანი:
სლაიდშოუსა და ფონურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეებს შეექმნება წარმოდგენა ტრიგონომეტრიულ ფუნქციებსა და მართკუთხა სამკუთხედში ტრიგონომეტრიული თანაფარდობების შესახებ.

აქტივობის აღწერა:
პირველ რიგში მინი ლექციით წარმოდგენას შეუქმნი მოსწავლეებს ტრიგონომეტრიის შესახებ.
პროექტორის გამოყენებით ეკრანზე გამოჩნდება ტრიგონომეტრიული ფუნქციების
დამოკიდებულება მართკუთხა სამკუთხედში და საკოორდინატო სიბრტყეზე ერთეულოვან წრეწირში.
 მცირეოდენი დახმარებიტ მოსწავლეები თავად გამოიტანენ დასკვნას ტრიგონომეტრიული თანაფარდობის შესახებ.
შეძლებენ სათანადო განმარტებების ჩამოყალიბებას
შემდეგ იტერაქციული დისკუსიით ვაჯამებ მოსწავლეთა მოსაზრებებს ტრიგონომეტრიული ფუნქციათა შესახებ
აქტივობის შემდეგ ვაკეთებ უკუკავშირს.




სლაიდშოუს
ჩვენება
კითხვა პასუხი




მთელ კლასთან.
ინდივიდუალურად




პროექტორი
კომპიუტერი
ეკრანი
სლაიდშოუ





8წთ




მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მცირეოდენი დახმარებით ტრიგონომეტ-
რიული ფუნქციების განსაზღვრას და თანაფარდობის დადგენას


აქტივობა#5
ახალი მასალის განმტკიცება

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლოს პრაქტიკული სამუშაოებით განამტკიცოს თეორიული ცოდნა.

აქტივობის აღწერა:
დაფაზე გავაკრავ ფლიფჩარტზე დაწერილ მაგალითებს ტრიგონომეტიულ გარდაქმნებზე (დანართი თან ერთვის)
მოსწავლეები მუშაობს წყვილებში და გამოძახებული მოსწავლე უპასუხებს შეკითხვებს.
ვაძლევ უკუკავშირს




პრაქტიკული სამუშაო




მუშაობა წყვილებში




ფლიფჩარტზე წინასწარ გამზადებული მაგალითები




10წთ




მოსწავეები შეძლებენ ახსნილი მასალის მიხედვით მიცემული დავალების შესრულებას

აქტივობა#6
ჯგუფური მუშაობა

აქტივობის მიზანი:
მოსწავეები არსებული ცოდნის საფუძველზე ითანამშრომლებენ ერთმანეთთან მიცემული მაგალითების ამოსახსნელად.

აქტივობის აღწერა:
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
კლასს ვყოფ ორ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს ვურიგებ დავალებას. რომელიც შეიცავს სავარჯიშოებს კუთხის რადიანული და გრადუსული ზომის გარდაქმნას.(დანართი თან ერთვის)
ვარკვირდები თითოეული ჯგუფის მუშაობას და საჭირო შემთხვევაში ვაძლევ უკუკავშირს.
ჯგუფის მიერ შერჩეული რომელიმე მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას დაფასთან.



პრაქტიკული სამუშაო



მუშაობა ჯგუფებში



წინასწარ გამზადებული სავარჯიშოები ჯგუფებისათვის.
თაბახის ფურცლები



6წთ



მოსწავლეები შეძლებენ თანამშრომლობას ჯგუფური მუშაობის დროს

აქტივობა #7
სახელმძღვანელო გვერდი 283   N15,16,18.



2წთ


აქტივობა#8
თვით და ურთიერთ შეფასება.

აქტივობის აღწერა:
მოსწავლეებს დაურიგდებათ გასასვლელი ბილეთები რომელიც მოიცავს შეკითხვებს (დანართი თან ერთვის)

 მოსწავლეები შეფასდება განმსაზღვრელი შეფასებით. რუბრიკის მიხედვით.

გაკვეთილის მსველობისას და ბოლოს მოსწავლეები შეფასდება განმავითარებელი კომენტარებით









4წთ




მოსწავლეები მიიღებს უკუკავშირს თავიანთი აქტიურობიდან თუ პასიურობიდან გამომდინარე.





                               გაკვეთილის   გეგმა 

  

 მასწავლებლის სახელი და გვარი

     ლუარა სურმავა


სწავლების საფეხური/კლასი

საბაზო .       X   კლასი


გაკვეთილის ხანგრძლივობა

45  წუთი


გაკვეთილის თემა

გეომეტრიული გარდაქმნა „ ჰომოთეტია. ჰომოთეტიის თვისებები


მოსწავლეთა  რაოდენობა

კლასში  არის  8 მოსწავლე.  აქედან არის  4 ძლიერი მოსწავლე, 3  საშუალო სიძლიერის, 1 მოსწავლე შედარებით  სუსტია.  მიუხედავად ამისა მას შეუძლია  ნახაზების, ცხრილების და წერითი დავალებების  საშუალო დონეზე შესრულება.  ასევე კლასში 2 გოგონა და 6 ვაჟია.   მოსწავლეებს აინტერესებთ გეომეტრიული გარდაქმნების სახეობები, მათი გარდაქმნები და კომპოზიცია. იყენებენ  ტექნოლოგიებს  გეომეტრიული გარდაქმნების გამოსახვისათვის.  შეუძლიათ წინარე ცოდნა გამოიყენონ ახალი მასალის ათვისების მიზნით. გამომუშავებული აქვთ  ურთიერთთანამშრომლობის თვისებები.
         სსსმ მოსწავლეები კლასში   არ არის.



  

გაკვეთილის  მიზანი




-------------------------------------------

გაკვეთილის მნიშვნელობა/
   აქტუალობა

---------------------------------------

კავშირი საგანთან

მოსწავლე შეძლებს ჰომოთეტიის და მისი თვისებების გააზრებას, ამ თვისებების გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების ამოსახსნელად. დაამყარებს შესაბამისობას  გეომეტრიულ გარდაქმნებს შორის და მოახდენს მათ კომპოზიციას. თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით შეძლებს  ტექნიკური საშუალებების გამოყენებას.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოსწავლეები შეიმეცნებენ და შეისწავლიან ჰომოთეტიას, როგორც მსგავსების გარდაქმნას და მის თვისებებს გამოიყენებენ  პრაქტიკული  საჭიროებისას, როგორც რეალურ გარემოში, ასევე ამოცანების ამოხსნისას. / ე.ი. მოახდენენ ტრანსფერს/
  გამოუმუშავდებათ ლოგიკური მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევები.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------


  ი ს ტ.

მოსალოდნელი შედეგი


მოსწავლეები შეძლებენ :
 1.ჰომოთეტიის თვისებების ჩამოყალიბებას  სათანადო მაგალითის მოტანით.
 2. გეომეტრიულ გარდაქმნებს შორის მსგავსებისა და განსხვავების   დადგენას.
 3. ჰომოთეტიის შესაბამისი ამოცანების   ამოხსნას.


   ესგ-ს სტანდარტი

მათ.X.12.
   მოსწავლეს შეუძლია სიბრტყეზე გეომეტრიული გარდაქმნების კვლევა და მათი გამოყენება  გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას.
      = ახდენს გეომეტრიულ გარდაქმნებს სიბრტყეზე და იყენებს მათ ფიგურათა ტოლობის დასადგენად.
      = იყენებს კოორდინატებს გეომეტრიული გარდაქმნების  (პარალელური გადატანა, ღერძულო/ ცენტრული სიმეტრია)შესრულებისა და გამოსახვისათვის.
       = მსჯელობს და აკეთებს დასკვნებს  ერთი და იმავე ტიპის გეომეტრიული გარდაქმნების (პარალელური გადატანა, მობრუნებები ერთიდაიმავე ცენტრის გარშემო, ღერძული სიმეტრიები პარალელური ღერძების მიმართ, საერთო ცენტრის მქონე ჰომოთეტიები) კომპოზიციების შესახებ.


წინარე  ცოდნა და უნარ-ჩვევები

მოსწავლეებმა  იციან გეომეტრიული გარდაქმნის სახეები  (ღერძული სიმეტრია, ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა, მობრუნება) მათი თვისებები, ფორმულები, შეუძლიათ საკოორდინატო სისტემის გამოყენება გეომეტრიულ გარდაქმნებში,  ვექტორის გამოყენება პარალელური გადატანის დროს, აქვთ გეომეტრიულ გარდაქმნებზე ინქფორმაციის შეგროვების უნარი. ერკვევიან  გეომეტრიულ გარდაქმნათა  კომპოზიციაში.



შეფასება და თვითშეფასება



განმსაზღვრელი შეფასება  რუბრიკის საშუალებით შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით ( ანალიტიკური რუბრიკა)   დანართი 1.
     
      განმავითარებელი შეფასება.  (დაკვირვება, ზეპირი და წერილობითი კომენტარები,  გამოსაძახებელი ჩხირები)


სასწავლო მასალა და რესურსები

მოსწავლისა და მასწავლებლის  წიგნი.  კომპიუტერი, პროექტორი, ფორმატის ფურცლები,  ფლომასტერი, კონვერტები დავალებებით, ფერადი წებოვანი ფურცლები, ფლიპჩარტის ქაღალდი, ცარცი, დაფა სქემები, სლაიდები.








N







       აქტივობის   აღწერა



გამოყენებული
მეთოდი /
მეთოდები



კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები



სასწავლო
რესურსები




დრო
(წთ)



თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი
შედეგი

1 

   აქტივობა#1.მოსწავლეებისათვის   გაკვეთილის მიზნის , მისაღწევი შედეგებისა და შეფასების რუბრიკის გაცნობა

აქტივობის მიზანი :
მოსწავლეების ინფორმირება გაკვეთილის მიზნისა და შეფასების  რუბრიკის შესახებ .
მათი მზაობის უზრუნველყოფა.

      აქტივობის  აღწერა:
    მივესალმები მოსწავლეებს და გავაცნობ გაკვეთილის მიზანს რომელიც გამზადებული
მაქვს ფორმატზე და გავაკრავ დაფაზე. ასევე გავაცნობ მათ შეფასების ანალიტიკურ რუბრიკას, რომელიც წინასწარ შემუშავებული გვაქვს თანამონაწილეობით და განთავსებულია საკლასო ოთახში თვალსაჩინო ადგილზე. 
აგრეთვე ვაჩვენებ ელ.ვერსიას.





 აქტივობა #2 გონებრივი იერიში

აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება მოსწავლეების მიერ.

აქტივობის აღწერა: ფონური ცოდნის გააქტიურების მიზნით გამოვიყენებ ასოციაციის რუკას, რომელიც შედგენილი ინება წინასწარ,  მაგრამ კითხვებზე პასუხის გაცემის  შემდეგ გაიკვრება კედელზე. ამის შემდეგ  ჩხირებით გამოძახებული მოსწავლეები  სათითაოდ დაახასიათებს  სხადასხვა გეომეტრიულ გარდაქმნებს / ღერძული და ცენტრული სიმეტრია, პარალელური გადატანა , გადაადგილება. მობრუნება/. ასევე განმარტავენ გეომეტრიულ გარდაქმნათა კომპოზიციას.
    კითხვებზე პასუხის გაცემისას ვარეგულირებ მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობას.
    ვაძლევ უკუკავშირს.





ვერბალური ახსნა





















კითხვა-პასუხი




მთელ კლასთან























მთელ კლასთან




გაკვეთილის მიზნები  და შეფასების რუბრიკა




















ასოციაციის რუკა.
სლაიდები გეომეტრიულ გარდაქმნებზე.





3























8




მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.



















გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას

3

აქტივობა #3.  შესაბამისობის დადგენა.

აქტივობის  მიზანი: მოსწავლეები წინარე ცოდნის საფუძველზე  დაადგენენ შესაბამისობას  გეომეტრიულ გარდაქმნებს შორის.
    აქტივობის აღწერა:
დაფაზე გაიკვრება  ფლიფჩარტზე გამოსახული ღერძული სიმეტრიის,  ცენტრული სიმეტრიის  მობრუნების, პარალელური გადატანის  შესაბამისი მაგალითები, რომელსაც მოსწავლეები  შეასრულებს წყვილებში  და რომელიმე მეწყვილე  დაასაბუთებს დაფასთან გამოძახებით.
.  ჩამოვლით შევამოწმებ ვინ როგორ არის ჩართული მუშაობაში და მოვახდენ უკუკავშირს.
შევაფასებ ზეპირი კომენტარებით.











პრაქტიკული
სამუშაო










მუშაობა წყვილებში









წინასწარ გამზადებული გეომეტრიული გარდაქმნის სურაებიდა მაგალითები









7









წინარე ცოდნის საფუძველზე შესაბამისობის დადგენა და წარმოდგენა კლასის წინაშე.

4

აქტივობა#4.  ახალი მასალის გაცნობა

აქტივობის  მიზანი: სლაიდშოუსა და ფონურ ცოდნაზე დაყრდნობით მოსწავლეებს შეექმნება  წარმოდგენა ჰომოთეტიასა და მის თვისებებზე.
    
  აქტივობის აღწერა: პირველ რიგში მინი ლექციით წარმოდგენას შეუქმნი მოსწავლეებს ჰომოთეტიის შესახებ.  პროექტორის გამოყენებით ეკრანზე  გამოჩნდება   წერტილის ჰომოთეტიური წერტილი, რომელიც ვექტორით გამოისახება.  მოსწავლეემი თავად გამოიტანენ დასკვნას მონაკვეთის ჰომოთეტიური  მონაკვეთის  შესახებ.
       ეკრანზე რიგ-რიგობით გამოჩნდება ჰომოთეტიის  თვისებები: წრფეთა ჰომოთეტია,  სხივთა  ჰომოთეტია, კუთხეთა ჰომოთეტია და სამკუთხედების ჰომოთეტია.  ჰომოთეტიის  K  კოეფიციენტით.  როცა  K> 0-ზე  და როცა              K <0-ზე.
        გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით შემთხვევით შერჩეული მოსწავლე მასწავლებლის   მცირეოდენი  ინსტრუქციით  შეძლებს წესების ჩამოყალიბებას.
 შემდეგ  ინტერაქციული  დისკუსიით   ვაჯამებ მოსწავლეთა მოსაზრებებს  ჰომოთეტიის თვისებების მსგავსების და განსხვავების შესახებ სხვა გეომეტრიულ გარდაქმნებთან.
აქტივობის შემდეგ ვაკეთებ უკუკავშირს.

    





სლაიდ-შოუს ჩვენება









სლაიდ- შოუს
ჩვენება





მთელ კლასთან.      (ინდივიდუალურად)









მთელ კლასთან.
(ინდივიდუალურად)





პროექტორი. კომპიუტერი.
ეკრანი.  სლაიდ- შოუ.







პროექტორი.
კომპიუტერი. ეკრანი.
სლაიდ-შოუ






8















მოსწავლეები შეძლებენ  სლაიდშოუზე წარმოდგენილი ჰომოთეტიის თვისებების დადგენას.




მოსწავლეები შეძლებენ სლაიდშოუზე წარმოდგენილი
ჰომოთეტიის თვისებების დადგენას.

5


                       აქტივობა#5..                    -ახალი მასალის განმტკიცება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლოს პრაქტიკული სამუშაოებით  განამტკიცოს თეორიული ცოდნა.




   აქტივობის  აღწერა: 

დაფაზე  გავაკრავ ფლიფჩარტზე  დაწერილ მაგალითებს   1). მოც. A(0 . 4)           B(-3.   5)           C(6 .  5)    
  K=3. ვიპოვოთ მოცემული წერტილების ჰომოთეტიური წერტილები
     2) მოცემულია  სამკუთხედი ABC რომლის გვერდებია  10 სმ, 12 სმ და 15 სმ. ვიპოვოთ ამ სამკუთხედის ჰომოთეტიური სამკუთხედის
პერიმეტრი, თუ ჰომოთეტიის კოეფიციენტი  K=2-ს.
       მოსწავლეები მუშაობს წყვილებში და გამოძახებული  მოსწავლე  უპასუხებს შეკითხვებს.

     
     

      
    
      
 





პრაქტიკული სამუშაო





მუშაობა  წყვილებში





ფლიფჩარტზე წინასწარ გამზადებული მაგალითები.





5




მოსწავლეები შეძლებენ  ჰომოთეტიის გამოყენებით  მაგალითების ამოხსნას.

  
  აქტივობა  # 6.  ჯგუფური მუშაობა.

   აქტივობის მიზანი: მოსწავლეები არსებული ცოდნის  საფუძველზე  ითანამშრომლებენ ერთმანეთთან   მიცემული მაგალითების ამოსახსნელად.



     აქტივობის აღწერა:   კლასს ვყოფ 2 ჯგუფად.  და თითოეულ კგუფს ვურიგებ დავალებას, რომელიც მოიცავს სავარჯიშოებს ჰომოთეტიის  თვისებებზე.   (დანართი  2-3)
      ვაკვირდები თითოეული ჯგუფის მუშაობას .    ჯგუფები  გაამზადებენ  ნამუშევარს   და ჯგუფის  თითო წევრი გააკეთებს პრეზენტაციას. 
ვაძლევ ორივე ჯგუფს უკუკავშირს ზეპირი კომენტარებით.


პრაქტიკული სამუშაო




მუშაობა ჯგუფებში

წინასწარ გამზადებული
სავარჯიშოები ჯგუფებისათვის.
თაბახის ფურცლები


8



       აქტივობა#7.   საშინაო დავალება.
 სიტუაციური  ამოცანა.  (დანართი 4)
 აქტივობის მიზანი: ჰომოთეტიის, როგორც მსგავსების ასახვის გამოყენება  მიუვალ წერტილამდე მანძილის გასაზომად.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს მიუთითებ
   ინტერნეტ ლინკებს სადაც შეძლებენ აღნიშნულ საკითხზე პასუხის გაცემას.
    ასევე    სახელმძღვანელოში  მიუთითებ დავალების  ნომრებს.

აქტივობა  # 8.  თვით და ურთიერთშეფასება

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს  მერხებზე დავუკრავ წებოვან  ფურცლებს  და ვთხოვ მათ ერთი წინადადებით  შეაფასონ მოცემული  გაკვეთილი რამდენათ საიტერესო იყო მათთვის.

       ვაფასებ მოსწავლეებს განმსაზღვრელი შეფასებით.  რუბრიკის მიხედვით.

       გაკვეთილის მსვლელობისას  და  ბოლოს მოსწავლეები შეფასდება  განმავითარებელი კომენტარებით.




























2














4




მოსწავლეებს  განუვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები









მოსწავლეებმა მიიღონ უკუკავშირი თავიანთი აქტიურობიდან თუ პასიურუბიდან გამომდინარე.

No comments:

Post a Comment