რეფლექსია


სსიპ კეთილარის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლუარა სურმავას
                                  პროექტის რეფლექსია

პროექტი: „ როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია მაღალეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით“.

სასწავლო პროცესის საინტერესოდ წარმართვისათვის ეფექტური და მნიშვნელოვანია პროექტებით სწავლება. ეს პრობლემის გადაჭრისა და ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთ წინაპირობად მიმაჩნია. 
   პროექტში მონაწილე მოსწავლეებს  საშუალება  ეძლევათ თავი მოუყარონ წინარე ცოდნას , შეიძინონ ახალი უნარ-ჩვევები  და პრაქტიკაში გამოიყენონ ისინი.
       პროექტზე მუშაობა დავიწყეთ 2018 წლის პირველი დეკემბრიდან და მისი ხანგრძლივობის ვადა იყო 2 თვე. 
     პროექტის მიზანი იყო შემდეგი: მოსწავლეები მოიძიებდნენ და გააცნობიერებდნენ თუ რას ნიშნავს „ენერგოეფექტურობა „ და  „ ენერგოდაზოგვა“ ყოფა-ცხოვრებაში.  სათანადო გაანგარიშებით გაიგებდნენ  თუ რა დიდი რესურსი გააჩნია  ნაკლებეფექტური ტექნიკის მაღალეფექტური ტექნიკით ჩანაცვლებას.  იმსჯელებდნენ თანამედროვე ტექნიკის დადებით და უარყოფით თვისებებზე.   ჩაატარებდნენ კვლევას საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე ელექტროენერგიის დაზოგვის კუთხით და შეაფასებდნენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს.
         თავდაპირველად შევხვდი პროექტში მონაწილე მოსწავლეებს . გავაცანი საპროექტო თემა  და  დავსვი რამდენიმე მაპროვოცირებელი  შეკითხვა: # რა კავშირშია მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები და ადამიანის ცხოვრება.   # რატომ უნდა დავზოგოთ ელექტრო ენერგია. #ელექტრო ენერგიის დაზოგვის რა და რა საშუალებები იციან და სხვა.  აღნიშნული თემის გარშემო გაიმართა დისკუსია და მოსწავლეები მივიდა იმ დასკვნამდე, რომ  ამ საკითხის გადაწყვეტა ერთი გაკვეთილით შეუძლებელი იყო და მოსწავლეებს შევთავაზე პროექტზე მუშაობა.  მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავეს  პროექტის სამუშაო გეგმა.   იმის გამო, რომ კლასში 5 მოსწავლეა ინდივიდუალურად გავანაწილე  მოსაძიებელი დავალებები   სათანადო ინსტრუქციებით.
         დისკუსიის  დროს გამოიკვეთა შემდეგი საკვანძო კითხვები:  # „ რა კავშირშია მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები და ადამიანის ცხოვრება,“  #.“რატომ არის მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის დაზოგვაში.“          #“როგორ დაუკავშიროთ   ყოველდღიურ ცხოვრებას  მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები“
# „როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია“,  #  „ რა ჩვევები უნდა გავითვალისწინოთ ელექტროენერგიის დასაზოგად.“ როგორ ზეგავლენას ახდენს ელექტროენერგიის დაზოგვა ოჯახის ბიუჯეტზე.“
       შევამოწმე მოსწავლეთა ფონური ცოდნა საკითხის გარშემო. კერძოდ დავადგინე, რომ ისინი ფლობს ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას ინფორმაციის მოსაპოვებლად და გასამთლიანებლად.
  განასხვავებენ ერთმანეთისაგან ნათურების სახეობებს. იციან მზის ენერგიის სახეები  და მისი კომბინირების შესაძლებლობა ტრადიციულ ენერგეტიკულ დანადგარებთან.
    იციან ჯგუფური მუშაობისა და პრეზენტაციის წესები.
        პროექტზე მუშაობის  მსვლელობა დავყავი 3 ეტაპად: პირველი ეტაპი ინფორმაციის მოძიებას მოიცავდა. მოსწავლეებმა  ინტერნეტიდან და საზოგადოებიდან  მოიძიეს ინფორმაცია  შემდეგ საკითხებზე: საქართველო და მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყანა ენერგომოხმარების  რა ნაწილს მოიხმარს მოსახლეობა, მოიძიეს  ინფორმაცია სხვადასხვა ტიპის ნათურების სიცოცხლის ხანგრძლივობის და მათი დანახარჯის შესახებ. მოიძიეს ინფორმაცია  მზის ბატარეიების შესახებ.  მოიძიეს მნიშვნელოვანი რჩევები  ენერგიის დასაზოგად.  მოსახლეობასთან გამოკითხვით გააკეთეს ჩანაწერები რამდენიმე ოჯახიდან თუ რამდენ ელექტრო ენერგიას ხარჯავდნენ საშუალოდ ერთ თვეში და რა დანაზოგს გააკეთებდნენ თუ გაითვალისწინებდნენ  სხვადასხვა რჩევებს  მაღალეფექტური ტექნიკის გამოყენების შესახებ.
                პერიოდულად ,/ კვირაში ერთხელ/ პროექტში მონაწილე მოსწავლეებთან ვახდენდი შეხვედრას  და  ჯგუფურად  ვისმენდი მათ ინიციატივებს და ვაძლევდი საჭირო რჩევებს.
         პროექტზე მუშაობის მეორე ეტაპი მოიცავდა  ინფორმაციის დამუშავება-დახარისხებას.  მოსწავლეებმა მოპოვებული ინფორმაცია წარმოადგინეს ცხრილებითა და დიაგრამებით.  და მოძიებული მასალების განხილვა-გაანალიზებით დაინახეს თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკონომ ტექნიკის შეძენას ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვისათვის.
       მოსწავლეთა ჯგუფმა შექმნა სლაიდები პრეზენტაციისათვის  სათაურით: „როგორ დავზოგოთ ელექტრო ენერგია“.  გამოუშვეს კედლის გაზეთი სათაურით: „სინათლის სხივი“ .     დაბეჭდეს ბუკლეთები  და დაარიგეს სოფლის მოსახლეობაში. სადაც ჩაწერილი იყო ელექტრო ენერგიის დაზოგვის საშუალებები და მაღალეფექტური ტექნოლოგიების დადებითი თვისებები.
          პროექტზე მუშაობის მესამე ეტაპი მოიცავდა : „შედეგების შეჯამებასა და ანალიზს“
   მას შემდეგ რაც  მოსწავლეებმა შეგროვილი მასალები  შეაჯამეს,   ჩატარდა პრეზენტაცია  სადაც გამოიყენეს ფლიფჩარტები, სლაიდები და მოძიებული თეორიული მასალები.
        აღნიშნულმა საგანმანათლებლო პროექტმა გამოავლინა მოსწავლეთა დაინტერესება და წარმოაჩინა მათი უნარები.(აზროვნება, მსჯელობა, თანამშრომლობა, შემოქმედებითობა). პროექტმა მოსწავლეებში გააღრმავა კვლევითი უნარ-ჩვევები. ისტ-ის გამოყენებამ მათ ხელი შეუწყო  შეექმნათ ელექტრონული რესურსები, ბუკლეთები და ეფექტურად მიეწოდებინათ პრეზენტაციის დროს აუდიტორიისათვის.
        პროექტის ფარგლებში გამოყენებული ჯგუფური მუშაობა დაეხმარა მათ გადაწყვეტილებების შეთანხმებულად მიღებასა და თანამშრომლობის  კულტურის გაუმჯობესებაში.  მათ განუვითარდათ გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისაა და ანალიზის უნარები. გაუღრმავდათ სურვილი კვლავ მიიღონ მონაწილეობა სხვა ინოვაციურ პროექტებში.
      ვფიქრობ პროექტის დასაწყისში დასახულ მიზანს მივაღწიე.  
     პრეზენტაციაზე დამსწრე მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა შთაბეჭდილებების სახით პროექტი შეაფასეს დადებითად.
 პროექტის დასრულების შემდეგ  პროექტის მასალები გამოქვეყნებულია ბლოგზე: https://surmavaluara.blogspot.com/



        გაკვეთილის რეფლექსია.


2018 წლის 22 მარტს  სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის X  კლასში ჩავატარე გაკვეთილი მათემატიკაში თემაზე: ,,ჰომოთეტია. ჰომოთეტიის თვისებები.
         გაკვეთილის მიზანი იყო  მოსწავლეებს გაეაზრებინათ ჰომოთეტია. ჰომოთეტიის  თვისებები  და  დაემყარებინათ შესაბამისობა  სხვა გეომეტრიულ გარდაქმნებსა და ჰომოთეტიას შორის. 
      გაკვეთილი დავიწყე გაკვეთილის გეგმაში გათვლილი აქტივობების შესაბამისად.    გამოწვევის ფაზაზე  წინარე ცოდნის შემოწმებისას მოსწავლეებმა იმსჯელეს გეომეტრიული გარდაქმნების კლასიფიკაციაზე, ჩამოთვალეს მათი მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები, ჩამოაყალიბეს მათი თვისებები, თითოეული გარდაქმნის ფორმულები.
ფონური ცოდნის გააქტიურებისა და ახალი მასალის უკეთ გაგების მიზნით გამოვიყენე ჩემს მიერ შექმნილი რესურსი ,,გეომეტრიული გარდაქმნები“ სლაიდების სახით. რესურსში ნათლად იყო ნაჩვენები გეომეტრიულ გარდაქმნათა გამოსახვის მეთოდები და მათი გამოყენების საჭიროება ყოველდღიურ ცხოვრებაში. რესურსის გამოყენებამ ხელი შეუწყო ახალი მასალის უკეთ გაგება-გააზრებას. რაც გამოიხატებოდა მასალის განმტკიცების დროს მოსწავლეების მიერ მაგალითებისა და ამოცანების ამოხსნის პროცესში.
გაკვეთილი გეგმის შესაბამისად დატვირთული იყო ორგანიზების სხვადასხვა ფორმებით ინდივიდუალური, მთელ კლასთან, ჯგუფური(ჯგუფური მუშაობის დაწყების წინ მოსწავლეებს შევახსენე ჯგუფური მუშაობის წესები). გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიების აქტივობებისა და რესურსების მრავალფეროვნებამ დადებითი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა ჩართულობაზე, აქტიურ სწავლასა და პროდუქტიულ ინტერაქციაზე. მოსწავლეები თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან, თავისუფლად გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებას  საკითხის გარშემო და ასაბუთებდნენ.
ჩემი მხრიდან ყოველი აქტივობის შემდეგ ვახდენდი  უკუკავშირს.
       ძირითადად გაკვეთილი წარიმართა გეგმის მიხედვით, მაგრამ ნაწილობრივ მოხდა აქტივობებისათვის განკუთვნილი დროის უმნიშვნელო მოდიფიცირება.
        ამავე თემაზე გაკვეთილის ხელახლა ჩატარებისას  აქტივობებში არაფერს არ შევცვლიდი, მხოლოდ   დროის  განაწილებას თავიდანვე მივაქცევდი ყურადღებას გაკვეთილის დაგეგმვისას, რათა გაკვეთილზე არ მომეხდინა დროის  ლიმიტში თუნდაც  ის მცირეოდენი ცვლილება.




No comments:

Post a Comment