კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება.
სამუშაო შეხვედრების გეგმა.
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორის
სახელი, გვარი: ლუარა სურმავა.
სტატუსი-უფროსი მასწავლებელი.
შეხვედრების მთავარი თემა-„მოსწავლეთა
შეფასება და შეფასების სტრატეგიები“
შეხვედრების მიზანი- გავაანალით რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა
შეფასება,როგორ უნდა დაუკავშიროთ ერთმანეთს შეფასება და სწავლების დაგეგმვა. გაკვეთილის
პროცესში მოსწავლეთა შეფასების სტრატეგიებისა
და განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების
გამოყენების გზების ურთიერთშეჯერება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების
მიზნით.
აქტუალობა: საკითხი აქტუალურია ვინაიდან გაკვეთილზე მოსწავლეთა შეფასებას, მათ შორის განმავითარებელ შეფასებას დიდი მნიშვნელობა
აქვს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება კი ერთ-ერთი წინაპირობაა
სრულყოფილი გაკვეთილის ჩასატარებლად. იმდენად
რამდენადაც სკოლის მასწავლებლები გეგმავს როგორც
სტანდარტულს ასევე სამოდელო გაკვეთილის ჩატარებას, ვფიქრობ აზრთა ურთიერთგაზიარებით და საკითხის გარშემო სხადასხვა მასალების გაცნობით
ეფექტურად იქნება გამოყენებული გაკვეთილის პროცესში შეფასების გარშემო სიახლეები.
N
|
შეხვედრის
თარიღი
|
შეხვედრის მიზანი
|
შეხვედრის
ძირითადი
საკითხები
|
1
|
24/12/2018 წელი
|
#გავაცნო კოლეგებს შეფასების ფუნქციები,შეფასების კომპონენტები და შეფასების
ტიპები
#ვიმსჯელოთ თუ რამნიშვნელობა აქვს შეფასების პრინციპებს, შეფასების ფორმებს და სახეებს სწავლა-სწავლების მაღალი დონის მისაღწევად. #აზრთა ურთიერთ გაზიარება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. |
1)შეხვედრის გახსნა
2) შეხვედრის მიზნის და დღის წესრიგის გაცნობა 3)შეფასების ფუნქციების, შეფასების კომპონენტების და შეფასების ტიპების განხილვა 4)შეფასების საშვალებათა განხილვა განალიზება 5)რა მნიშვნელობა აქვს შეფასების პრინციპებს, ფორმებსა და მეთოდებს. |
2
|
25/01/2019 წელი
|
# გავაცნო კოლეგებს თუ როგორ უნდა დაუკავშირონ ერთმანეთს
შეფასება და სწავლების დაგეგმვა
# როდის უნდა გამოვიყენოთ გამსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. რა არის მათ შორის მსგავსება და განსხვავება. # შეფასები რა მეთოდები და ინსტრუმენტებია ცნობილი # აზრთა ურთიერთ გაცვლა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. |
1)
შეხვედრის მიზნისა და დღის წესრიგის გაცნობა
2)როგორ უნდა გამოვიყენოთ შეფასების მეთოდები და შედეგები. 3)როგორ უნდა დავუკავშიროთ ერთმანეთს შეფასების სხვადასხვა სტრატეგიები. 4)როდის უნდა გამოვიყენოთ განმავითარებელი, განსაზღვრელი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასება.
5)აქტივობებისის დაგეგმვა სამუშაო
შეხვედრაზე მიღებული ცოდნის გათვალისწინებით.
|
3
|
22/02/2019 წელი
|
# გავაცნო კოლეგებს რას ითვალისწინებს
ეფექტური განმავითარებელი შეფასება და რა არის მისი ინსტრუმენტები
# ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოყენებული შეფასების ფორმების გაანალიზება და შედეგების შეჯამება. |
1)შეხვედრის მიზნისა და დღის წესრიგის გაცნობა.
2)რას ითვალისწინებს ეფექტური განმავითარებელი შეფასება და ინსტრუმენტები განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლებისათვის. 3)გაკვეთილების მოსმენა და განაალიზება, რამდენად ეფექტური იყო მასწავლების მიერ გაკვეთილზე გამოყენებული შეფასების ფორმები და მეთოდები 4)საკუთარი გამოცდილების ურთიერთ გაზიარება პედაგოგებს შორის. |
მისაღწევი შედეგი
|
ჯგუფის ხელმძღვანელისა და მასწავლებელთა მიერ განხილული საკითხები მოსწავლეთა
შეფასების შესახებ გამოყენებულ იქნა სასწავლო პროცესში, რამაც ხელი შეუწყო გაკვეთლებზე
მოსწავლეთა ჩართულობას და მოტივაციის ამაღლებას
. სწორად შერჩეულმა მეთოდებმა და სტრატეგიებმა
დიდი გავლენა მოახდინა მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევაზე.
თანამშრომლობითი და კეთიგანწყობილ ურთიერთობამ კოლეგებს შორის შექმნა გაუმჯობესებული
გარემო მომავალი მუშაობისათვის.
შეხვედრებმა ხელი შეუწყო გუნდური
მუშაობის განვითარებას.
მასწავლებლებს მიეცა გამოცდილების
რეფლექსიისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა.
კოლექტიურმა შეხვედრებმა ხელი
შეუწყო საერთო გამოწვევების ამოცნობას და
სირთულეების დაძლევას სწავლა-სწავლების პროცესში.
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზატორის რეფლექსია
მასწავლებელი-ლუარა სურმავა.
შეფასება სწავლა-სწავლების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. შეფასების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად
ასწავლის მასწავლებელი და რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები .შეფასებას აქვს შემდეგი
ძირითადი მიზნები:მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა,მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების
გამოვლენა, სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება და სხვა. შეფასებისას მასწავლებელმა განსაკუთრებული ყურადღება
უნდა მიანიჭოს ორ განსხვავებულ ფუნქციას: სწავლების
პროცესის შეფასება და პროდუქტის/შედეგის/მიღწევის შეფასებას. შეფასებისას მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს: სანდოობაზე, ვალიდობაზე, ობიექტურობასა და გამჭვირვალობაზე.
სწორედ ამის გამო გადავწყვიტე კოლეგებთან სამუშაო შეხვედრის ორგანიზება .შეხვედრის მთავარი თემა ავირჩიე : ,,მოსწავლეთა
შეფასება და შეფასების სტრატეგიები’’.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით
დავგეგმე სამი მეცადინეობა:24.12-2018 წელი; 25.01-2019 წელი; და 22.02-2019 წელი.
პირველ მეცადინეობაზე
მიმოვიხილეთ შეფასების გარშემო არსებული რამდენიმე ლიტერატურა და შემდეგი საკითხები: ,,შეფასების ფუნქციები,შეფასების
კომპონენტები,შეფასების ტიპები,შეფასების პრინციპები, ფორმები, მეთოდბი, შეფასების სტრატეგიები, განმსაზღვრელი
განმავითარებელი, მიმდინარე ,შემაჯამებელი
შეფასებები, შეფასების ინსტრუმენტები და სხვა
მეორე მეცადინეობაზე მასწავლებლებმა
წარმოადგინეს გაკვეთილის გეგმები,სადაც ნათლად ჩანდა თუ როგორ გამოიყენებდნენ გაკვეთილზე შეფასების მეთოდებს და მიმოვიხილეთ თითოეული მათგანი.
მეცადინეობაზე მასწავლებლებს
წარვუდგინე ჩემს მიერ შესრულებული შემაჯამებელი სამუშაოთა ანალიზი პირველი სემესტრისათვის
-X-XI-XII კლასებში,რომელ
კლასებსაც მე ვასწავლი.კოლეგებმა მოიწონეს და თავადაც შექმნეს ასეთი ანალიზი. მოვახდინეთ
მასწავლებელთა გაკვეთილზე დასწრება და ბოლო მეცადინეობაზე ვიმსჯელეთ გაკვეთილის დადებით
და უარყოფით მხარეებზე.
შეხვედრებმა ძალიან საინტერესო
და საქმიან ვითარებაში ჩაიარ. დასახული მიზნები მიღწეულ იქნა. გეგმით განსაზღვრული
საკითხები განვიხილეთ თუმცა ზოგი თემა დროის სიმცირის გამო ვერ ამოვწერეთ. მაგრამ
რადგან მასწავლებელი მუდმივ ძიებაში
უნდა იყოს, ამიტომ მომავალშიც გავაგრძელებთ
ამ კუთხით მუშაობას.
ჩატარებულ შეხვედრებზე
ყველაზე მეტი დაინტერესება გამოიწვია: განმავითარებელმა შეფასებამ და მისმა ინსტრუმენტებმა
და უკუკავშირმა.
ძალზე საინტერესო და
ბევრის მომცემი იყო პირადი გამოცდილების გაზიარება კოლეგებისათვის და პირიქით მათგანაც
ბევრი საინტერესო გავიგე.
მუშაობისას დიდი დახმარება
გამიწია სატრენინგო მასალებმა და განათლების მუშაკთა ნაშრომებმა ,,შეფასების“
შესახებ.
მომავალში ამ და სხვა
მნიშვნელოვან საკითხებზე ვეცდები მეტი პედაგოგი იყოს ინფორმირებული და გაუზიაროთ ერთმანეთს
საკუთარი გამოცდილება.
No comments:
Post a Comment