სასწავლო
პროექტის ავტორი
|
|||
სახელი, გვარი
|
ლუარა სურმავა
|
||
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
|
აბაშა სოფ. კეთილარი
|
||
სკოლა
|
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარის
საჯარო სკოლა
|
||
პროექტის
მონახაზი
|
|||
პროექტის დასახელება
|
|||
„როგორ დავზოგოთ ელექტროენერგია მაღალეფექტიანი
ტექნოლოგიების გამოყენებით”
|
|||
პროექტის შინაარსი
|
|||
თემის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ ტექნოლოგიის იმ
სახეობებს, რომლებითაც შესაძლებელია
ელექტროენერგიის დაზოგვა.
აკავშირებენ თანამედროვე ცხოვრებასთან და ცდილობენ თავად მოახდინონ
გაანგარიშება ელექტრო ენერგიის დაზოგვისათვის სხვადასხვა სახის ელექტრო ტექნიკის
შემთხვევაში. გაარკვევენ თუ როგორ დადებით
ზეგავლენას ახდენს ეკონომიკაზე და ოჯახის ბიუჯეტზე ელექტრო ენერგიის
დაზოგვა. მოსწავლეები მუშაობენ ჯერ
ინდივიდუალურად, ხოლო შემდეგ გუნდურად და წამოჭრილ ამოცანებთან დაკავშირებით
აყალიბებენ გადაჭრის გზებს. იმის
გამო რომ კლასში 4 მოსწავლეა ისინი
ინდივიდუალურად იკვლევს საზოგადოების საჭიროებებსა და რესურსებს და ერთად განსაზღვრავენ მოქმედების
მიმართულებებს.
|
|||
საგანი/საგნები
|
|||
მათემატიკა,
ფიზიკა, ბიოლოგია.
|
|||
საფეხური/კლასი
|
|||
საშუალო
. X კლასი
|
|||
პროექტის
განხორციელების დრო
|
|||
2 თვე
|
|||
პროექტის
საფუძვლები
|
|||
საგნობრივი
სტანდარტები
|
|||
ესგ ფიზიკა X. 3 (კვლევა) მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა მოძიება და წარმოდგენა სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალების გამოყენეით.
შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
# იყენებს ცხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს,
ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოდგენა . # იყენებს საინფომაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებს თვისებრივი და
რაოდენობრივიმონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.
#ბუნ.V.5.
მოსწავლემ უნდა შეძლოს დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების აღწერა და მარტივი
ელექტრო წრედის აწყობა.
# შედეგი
თვალსაჩინოა თუ მოსწავლე ამოიცნობს და აღწერს ელექტრული წრედის
კომპონენტებს (წყარო, გამტარები,ნათურა
და ჩამრთველი) და მსჯელობს მათ დანიშნულებაზე.
# აფასებს ელექტროობის გამოყენებასთან
დაკავშირებულ რისკებს და იცავს ყოველდღიურ ცხოვრებაში ელექტროხელსაწყოების
უსაფრთხოდ გამოყენების წესებს.
ესგ მათემატიკა
X. 12
მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება
და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად
ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
#ირჩევს თვისობრივ
და რაოდენობრივ მონაცემთა
წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას. ასაბუთებს თავის არჩევანს და
ქმნის ცხრილს/დიაგრამას.
აგებსს ხვადასხვა
დიაგრამებს ერთი და იგივე თვისობრივი
ან რაოდენობრივი მონაცემებისათვის
და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს
წამოაჩენს თითოეული და რა
უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
#ახდენს მონაცემთა
დაჯგუფება/ დალაგებას, და
იმსჯელებს დაჯგუფება/დალაგების პრინციპებზე.
|
|||
პროექტის სასწავლო
მიზნები/სწავლის შედეგები
|
|||
# მოსწავლეები მოიძიებს და გააცნობიერებს თუ რას ნიშნავს
„ენერგოეფექტურობა“ და „ ენერგოდაზოგვა“
ყოფა-ცხოვრებაში.
# სათანადო
გაანგარიშებით გაიგებენ თუ რა დიდი რესურსი გააჩნია ვარვარების ნათურების
ენერგოეფექტური /ლედ/ ნათურებით ჩანაცვლებას. ასევე ნაკლებეფექტური ტექნიკის მაღალეფექტური ტექნიკით
ჩანაცვლევას.
# იმსჯელებენ
თანამედროვე ტექნიკის დადებით და უარყოფით თვისებებზე.
# მოიძიებენ
მასალებს მზის ბატარეიების შესახებ და გაეცნობიან მზის ენერგიის შენახვისა და
აკუმულირების სახეებს, როგორიცაა პარაბოლური ტიპის სახეები, კოშკის ფორმის მქონე
ჰელიო დანადგარები და ასევე გაიგებენ, რომ შესაძლებელია მზის დანადგარები
კომბინირებულ იქნეს ტრადიციულ ენერგეტიკულ დანადგარებთან.
# ჩაატარებენ
კვლევას საზოგადოებისათვის საჭირბოროტო საკითხებზე ელექტროენერგიის კუთხით და
შეაგროვებენ და შეაფასებენ სხვადასხვა წყაროდან მიღებულ მონაცემებს, რათა
საკუთარი მოძიებული მასალები
შესაბამისად წარუდგინოს აუდიტორიას.
#გამოიყენებენ სხვადასხვა
ელექტრონულ და ბეჭდურ მასალას
ინფორმაციის მოსაპოვებლად და
გასამთლიანებლად.
#გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების,ლოგიკური აზროვნების,
არგუმენტირებული მსჯელობის და
პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.
|
|||
მიმართულების მიმცემი
საკვანძო კითხვები
|
|||
ზოგადი კითხვა
|
რა კავშირშია მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები და ადამიანის ცხოვრება?
|
||
თემატური კითხვები
|
1.რატომ
არის მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი ელექტრო ენერგიის დაზოგვაში?
2.
როგორ დაუკავშიროთ ყოველდღიურ ცხოვრებას მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები?
|
||
შინაარსობრივი კითხვები
|
1.როგორ
დავზოგოთ ელექტროენერგია?
2.რა
როლს ასრულებს ენერგიის დაზოგვა ადამიანის ცხოვრებაში?
3.რა
რჩევები უნდა გავითვალისწინოთ ენერგიის დასაზოგად?
4.როგორ
ზეგავლენას ახდენს ელექტროენერგიის დაზოგვა ოჯახის ბიუჯეტზე?
|
||
შეფასების
გეგმა
|
|||
შეფასების დროის
ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
|
|||
პროექტის მსვლელობის ეტაპები
|
შეფასების მეთოდ(ებ)ი
|
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
|
|
პროექტის დასაწყისში
|
·
ვ-მ-რ-ვ
·
გრაფიკული ორგანაიზერები
|
·
ვ-მ-რ-ვ სქემა
·
ვენის დიაგრამა
|
|
პროექტის
მსვლელობისას
|
· ბლოგი
· გამოკითხვა
· სამოქმედო
გეგმა
· თანასწორთა
უკუკავშირი
· ინდივიდუალური
მუშაობა
|
· ბლოგის
რუბრიკა
· წაკითხულის გააზრების
ჟურნალი
· პროექტის
შეფასების სქემა
· ფორმები
· უკუკავშირის
ფორმა
|
|
პროექტის დასრულების
შემდეგ
|
· პროექტის
შეფასების სქემა
· პრეზენტაცია
.
|
·
შეფასების
რუბრიკა
·
პრეზენტაციის
შეფასების რუბრიკა
|
|
შეფასების მოკლე
მონახაზი
მთელი პროექტის
მსვლელობისას ვიყენებგანმავითარებელ შეფასებას.
შევაფასებ მოსწავლეთა
წინარე ცოდნას პროექტის თემის გარშემო
ვ.მ.რ.ვ სქემით.
შევაფასებ მოსწავლეთა
ჩართულობას სამოქმედო გეგმის შედგენისას,
შევაფასებ მოსწავლეთა
ინდივიდუალური და ბოლოს ჯგუფური მუშაობის ხარისხს და მოსწავლეთა
ურთიერთთანამშრომლობას.
პროექტის დასრულების
შემდეგ პროექტს ვაფასებ პროექტის შეფასების რუბრილით და პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკით.
|
|||
|
|||
სხვა
საკითხები
|
|||
წინარეცოდნა
|
|||
#მოსწავლე ფლობს ტექნიკურ საშუალებებს . იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭდურ
მასალას ინფორმაციის მოსაპოვებლად gასამთლიანებლად.
# იციან ელექტრო ენერგიის
დაზოგვის წესები .
#შეუძლიათ განასხვაონ ერთმანეთისაგან ნათურების სახეობები და
ელექტრო ტექნიკა ეფექტურობის თვალსაზრისით.
#იციას მზის ენერგიის სახეები და მისი კომბინირების შესაძლებლობა
ტრადიციულ ენერგეტიკულ დანადგარებთან.
#იციან ჯგუფური მუშაობისა და
პრეზენტაციის წესები.
|
|||
სასწავლო პროცედურები
|
|||
შევხვდები პროექტში
მონაწილე მოსწავლეებს. გავაცნობ
საპროექტო თემას და დავსვამ რამდენიმე მაპროვოცირებელ შეკითხვებს. მათ შოროს:ა)რა
კავშირშია მაღალეფექტიანი ტექნოლოგიები და ადამიანის ცხოვრება. ბ))რატომ უნდა
დავზოგოთ ელექტრო ენერგია? ბ) ელ. ენერგიის დაზოგვის რა და
რა საშუალებები იცით? დ) რა
გამოიმუშავებს ელ. ენერგიას?
ე)ელექტრო ნათურების რა და რა
სახეობა გაგიგიათ და რა
განსხვავებაა მათ შორის . აღნიშნული კითხვების გარშემო გაიმართება
დისკუსია და მოსწავლეები მივლენ იმ დასკვნამდე, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა ერთი
გაკვეთილით შეუძლებელია. ამის შემდეგ
თემის უკეთ გასაცნობად მოსწავლეებს შევთავაზებ პროექტზე მუშაობას, შევიმუშავებთ
პროექტის სამუშაო გეგმას
იმის გამო რომ კლასში 4 მოსწავლეა ჯგუფებს ვერ შევქმნი. ინდივიდუალურად მივცემ სხვადასხვა დავალებსა და სათანადო
ინსტრუქციებს.
პროექტის I ეტაპი,. /ინფორმაციის მოძიება/
თითოეულ მოსწავლეს ეძლევა დავალება ინდივიდუალურად.
ინტერნეტიდან და საზოდადოებიდან მოიძიონ
ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:
1)საქართველო და მსოფლიოს
ზოგიერთი ქვეყანა ენერგომოხმარების რა ნაწილს მოიხმარს მოსახლეობა .2)მოიძიონ და
შეადაროს ვარვარების ნათურისა და ენერგოეფექტური ნათურის მონაცემები. რა და რა
ღირებულების ენერგიას დახარჯავს დღე-ღამეში ისინი. 4) მოიძიონ სხვადასხვა ტიპის ნათურების
სიცოცხლის ხანგრძლივობა და მათი დანახარჯი 5)მოიძიონ ინფორმაცია მზის
ბატარეიების შესახებ. 6)მოიძიონ მნიშვნელოვანი რჩევები ენერგიის დასაზოგად. 7) გაიგონ თავიანთი ოჯახის ბიუჯეტზე თუ რა გავლენას მოახდენს ელექტრო
ენერგიის დაზოგვა. 8) მოიძიონ ინფორმაცია მაღალეფექტური ტექნოლოგიების დადებით
და უარყოფით თვისებებზე.
პერიოდულად მაგ კვირაში ერთხელ მოხდება პროექტში მონაწილე
მოსწავლეებთან შეხვედრა და მოისმენენ მათ ინიციატივებს. წაახალისებს და მისცემს
შესაბამის რჩევებს.
პროექტის II ეტაპი /ინფორმაციის
დამუშავება-დახარისხება/
მასალების შეგროვების
შემდეგ მოსწავლეები მასწავლებელთან
ერთად გააკეთებენ „სვოტ ანალიზს“ ე.ი. დაახარისხებენ ინფორმაციას. საბოლოოდ
განსაზღვრავენ რას ეწოდება
ენერგოდაზოგვა და ენერგოეფექტურობა, გაიანგარიშებენ და სვეტოვანი დიაგრამის
სახით წარმოადგენენ მთლიანი ენერგო მოხმარების
რა ნაწილს მოიხმარს საქართველო, ლიტვა, გეტმანია, სომხეთი, აზერბეიჯანი.
მონაცემთა ცხრილებით
აღწერენ ენერგომოხმარებას(ვატი) , ნათებას (ლუმენი), ფასი (ლარი), ყოველწლიური დაზოგვა (ლარი), ნახშირბადის ყოველწლიური დაზოგვა (ფუნტი), სიცოცხლის ხანგრძლივობა (საათი), ვერცხლისწყლის შემცველობა(მგრ). აქ შედარება მოხდება ვარვარების ნათურასა და ლედ
ნათურებს შორის.
მოსწავლეები აგრეთვე
წარმოადგენენ თავიანთი ოჯახის ელექტრო დანახარჯებს და გაიანგარიშებენ ელექტრო ენერგიის დაზოგვის
შემთხვევაში თუ რამდენი ლარით გაიზრდება ოჯახის ბიუჯეტი.
მოძიებული მასალებიდნ
ნახავენ თუ რა მნიშვნელობა აქვს ეკონომ ტექნიკის შეძენას
III ეტაპი- შედეგების
შეჯამება და ანალიზი.
მას შემდეგ რაც
მოსწავლეები შეგროვილ მასალებს შეაჯამებენ. გადაწყდება, რომ ჩატარდეს
პრეზენტაცია. ამისათვის ერთობლივად შევიმუშავებთ სცენარს თუ როგორ ჩატარდეს მსვლელობა.
პრეზენტაციამდე თითოეულ მოსწავლეს მიეცემა დავალება აუდიტორიას
წარუდგინოს შეჯამებული მასალები ფლიფ
ჩარტების, სლაიდების და ჩანაწერების
სახით. შეადგენენ კედლის გაზეთს და
გაიკვრება სკოლაში. პლაკატზე გამოსახავენ
ელექტრო ენერგიის დაზოგვის მითითებებს და გააკრავენ სოფელში თვალსაჩინო ადგილზე.
|
|||
სასწავლო
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
|||
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში
გამოიყენებთ)
|
|||
კომპიუტერ(ებ)ი
|
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
|
მობილური ტელეფონი
|
|
ფოტო/ვიდეო კამერა
|
პრინტერი
|
ინტერნეტკავშირი
|
|
პროექტორი
|
სკანერი
|
ვიდეოკონფერენციის მოწყობილობა
|
|
ლაზერული დისკი /ჩიპი
|
ტელევიზორი
|
სხვა ----------
|
|
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
|
|||
ტექსტური რედაქტორი
|
ელ. ფოსტა
|
ვებედიტორი
|
|
ელ. ცხრილები
|
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
|
ტესტირების პროგრამა
|
|
გრაფიკული რედაქტორი
|
საგამომცემლო პროგრამა
|
ბლოგი
|
|
საპრეზენტაციო პროგრამა
|
ელ. ენციკლოპედია
|
სხვა ----------
|
|
ვებბრაუზერი
|
ელ. კითხვარი
|
|
|
ბეჭდური მასალები
|
სასკოლო
სახელმძღვანელოები (ფიზიკა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა), ბეჭდური სახელმძღვანელოები: #როგორ დავზოგოთ
ელექტრო ენერგია.
#ელექტრო
ნათურების მრავალსახეობა.
#მაღალეფექტიანი
ტექნოლოგიები.
#რევაზ
მეტრეველის „ქართული ლედ ნათურები და ნათება ენერგიის გარეშე.# ზოგადი
ინფორმაცია სქემებისა და გრაფიკების შესახებ.
|
||
ინტერნეტრესურსები
|
Wikipedia.ge
Youtube.com
Google.ge
|
პროექტის გეგმები
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment